LIVE

რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

15 მაი 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 801
რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

გასულ თვეში რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა, რადგან სანქციებმა გაანადგურა ადგილობრივი წარმოება და უცხოური მწარმოებლების უმეტესობამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ევროპული ბიზნესის ასოციაციის განცხადების თანახმად, გაყიდვები აპრილში 79%-ით დაეცა და მხოლოდ 32 706 ერთეული გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა მას შემდეგ, რაც ევროპის სავაჭრო ჯგუფმა 2006 წელს დაიწყო მონაცემების გამოქვეყნება. აპრილის მონაცემები არ მოიცავდა BMW-ს, Mercedes-Benz-ის ან General Motors-ის გაყიდვებს.

უკრაინაში ომის გამო დაწესებულმა სანქციებმა შეაფერხა ადგილობრივი ინდუსტრიაც, რადგან სათადარიგო ნაწილების მარაგი შემცირდა. იმავდროულად, თითქმის ყველა უცხოელი ავტომწარმოებელი, რომელსაც აქვს საწარმოო ობიექტები რუსეთში, მათ შორის Volkswagen-მა, Ford-მა და Mazda-მ ქვეყანაში ყოველგვარი საქმიანობა, სხვებმა კი მანქანების იმპორტი შეაჩერეს.

კრახი ასახავს უკრაინაში ომის მძაფრ ეკონომიკურ გავლენას. რუსეთი წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა რეცესიის საფრთხის წინაშე დგას. 

ავტომობილების წარმოება დიდად არის დამოკიდებული იმპორტზე: მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ამ სექტორში დამატებული ღირებულების ნახევარზე მეტი მოდის საზღვარგარეთიდან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია