LIVE

საუდის არაბეთიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 54 ავიარეისი შესრულდება - ქვრივიშვილი

10 მაი 202218:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 894
საუდის არაბეთიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 54 ავიარეისი შესრულდება - ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთიდან, საქართველოს მიმართულებით, კვირაში 54 ავიარეისი შესრულდება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში, ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი დღეს საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საუდის არაბეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, საიდანაც შემოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.