LIVE

საბერძნეთში 27 წლის განმავლობაში პირველად ორნიშნა ინფლაციაა

10 მაი 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
საბერძნეთში 27 წლის განმავლობაში პირველად ორნიშნა ინფლაციაა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ენერგეტიკის გაზრდილი ხარჯების ფონზე, საბერძნეთში ინფლაცია 10%-იან მაჩვენებელს გადასცდა და 27-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 

საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები აპრილში 10.2%-ით გაიზარდა, რაც 1995 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის ზრდის მიზეზი ელექტროენერგიის, საწვავის, ასევე საქონლის, მათ შორის ბოსტნეულისა და ტრანსპორტის გაძვირება გახდა. ევროკავშირთან ჰარმონიზებულმა ინფლაციამ 9,1%-ს მიაღწია. 

სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთი საარსებო ხარჯების შემცირებას ფისკალური ზომებით ცდილობს. გასული წლის სექტემბრიდან ელექტროენერგიის გადასახადები სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამ მიმართულებით დამატებით 3.2 მილიარდი ევრო გამოიყოფა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოტირის ნიკასი