უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის საკანონმდებლო წინადადებას ისევ აბრკოლებს. გარდა ნავთობის იმპორტისა ასევე ფერხდება ბლოკის სანქციების მთლიანი პაკეტი, რომლის სამიზნეც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
EU-ს წინადადება ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული საწვავის აკრძალვას იანვრის დასაწყისისთვის გულისხმობს. ევროკავშირმა უნგრეთს და სლოვაკეთს გამონაკლისის სახით 2024 წლამდე მისცა ვადა სანქციების შესრულებისთვის, ხოლო ჩეხეთს ამავე წლის ივნისამდე, რადგან ეს ქვეყნები რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი.
თუმცა, გამონაკლისმა ვერ დაარწმუნა უნგრეთი, რომელმაც დღეს რუსული ნავთობის აკრძალვის გეგმა დაბლოკა.
ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ევროპულ კომპანიებს და ინდივიდებს ასევე აეკრძალებათ გემებისა და სერვისების მიწოდება, რომელიც საჭიროა ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის. ზომები საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან სამი თვის ვადაში უნდე შევიდეს ძალაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა