LIVE

Wikipedia შემოწირულებებს კრიპტოვალუტაში აღარ მიიღებს

08 მაი 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
Wikipedia შემოწირულებებს კრიპტოვალუტაში აღარ მიიღებს

არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation (WMF), რომელიც პლატფორმა Wikipedia-ს ფლობს, გარემოზე უარყოფითი გავლენის გამო, კრიპტოვალუტაში შემოწირულებების მიღებას წყვეტს.  

"კრიპტოვალუტის პირდაპირი მიღება 2014 წელს, ჩვენი მოხალისეების და დონორთა საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე, დავიწყეთ. ამ გადაწყვეტილებას იმავე საზოგადოების ბოლოდროინდელი გამოხმაურების საფუძველზე ვიღებთ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

WMF დახურავს თავის ანგარიშს Bitpay-ზე, კრიპტო გადახდის სერვისის პლატფორმაზე, ასევე, გააუქმებს სხვა საშუალებებს, რომლებითაც შემოწირულებას კრიპტოვალუტაში იღებს. 

მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც 400-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კრიპტოვალუტაში შემოწირულების მიღების შეწყვეტას. მათთვის შემაშფოთებელია ენერგიის ჭარბი მოხმარება, რაც ციფრული ვალუტის მოპოვებას უკავშირდება. გამოკითხულთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ არსებობს კრიპტოვალუტის მოპოვების ისეთი მეთოდები, რომლებიც შედარებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, სანაცვლოდ, ამ გზით არადემოკრატიულ ქვეყნებში შემოწირულება უსაფრთხოა. 

Bloomberg წერდა, რომ გამოკითხვის შედეგი უმნიშვნელო იქნება WMF-ის კრიპტოვალუტაში დაფინანსების შეწყვეტის გადასაწყვეტად. გასულ ფინანსურ წელს WMF-ისთვის კრიპტოში შემოწირულებების წილმა მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 0.08% შეადგინა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მუიაო შენი