LIVE

ფინეთმა რუსულ ენერგოკომპანიასთან ატომური ელექტროსადგურის გარიგება გააუქმა

02 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 691
ფინეთმა რუსულ ენერგოკომპანიასთან ატომური ელექტროსადგურის გარიგება გააუქმა

ფინურმა Fennovoima Oy-მა რუსულ ენერგეტიკულ კომპანიასთან ქვეყანაში მშენებარე ატომური ელექტროსადგურისთვის მიწოდების კონტრაქტი გააუქმა.

Fennovoima-მა განაცხადა, რომ Rosatom-ის ერთეულთან გარიგება დაუყოვნებლივ დამთავრდება. განცხადებაში კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად მოყვანილია მნიშვნელოვანი და მზარდი შეფერხებები ბოლო წლების განმავლობაში, ასევე კომპანიის უუნარობა რუსეთის ომის შედეგად გაჩენილი მზარდი რისკების შემსუბუქების შესახებ.

გადაწყვეტილება ხელსაყრელია ფინელი პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რომლებიც ლეგალურ გზას ეძებდნენ, რათა ხელი შეეშალათ რუსეთის ჩართულობისთვის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერირებაში. ეკონომიკის მინისტრმა მიკა ლინტილამ უკვე განაცხადა, რომ იგი არ გასცემდა შენობის მშენებლობის ნებართვას.

ელექტროსადგურ Hanhikivi-1-ის მთლიანი პროექტის ღირებულება, სავარაუდოდ, 7 მილიარდი ევროდან 7,5 მილიარდ ევრომდე უნდა ყოფილიყო.

ფინეთს რუსეთთან 1300 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ქვეყანამ უსაფრთხოების სტრუქტურის გადახედვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ფინეთი ასევე განიხილავს NATO-ში გაწევრიანებას და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. ელექტრო ქსელის ოპერატორმა Fingrid Oyj-მა ცოტა ხნის წინ შეამცირა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, რათა უზრუნველყოს ქსელის სტაბილურობა ელექტროენერგიის ნაკადის უეცარი შეჩერების შემთხვევაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:კატი პოჰჯანპალო