LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

02 მაი 202213:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 170
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi რიგით მე-8, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება. ღონისძიების მთავარი თემა 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლი იქნება.

DataFest Online 2022, სამი დღის განმავლობაში, 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებსა და სიღრმისეულ ვორქშოფებს დაეთმობა. მესამე დღე კი, დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებულ ჰაკათონებს) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე შეძლებენ მუშაობას.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/oydC532HkxyweAzB9 

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, სადაც სპიკერებსა და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი მსგავსი ტიპის ღონისძიებას. კიბერუსაფრთხოება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, მონაცემების ანალიზი, ვიზუალური ამომცნობი სისტემები – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით რელევანტური და საინტერესოა. ღონისძიებაც სწორედ ამ თემებს დაეთმობა. დარწმუნებული ვართ, დამსწრეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული იქნება DataFest Tbilisi-ის სპეციალური გამოშვების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაცემთა მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ფესტივალის ორგანიზატორია ფორსეტი.

შეგახსენებთ, DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Meta და Amazon-ი.

(R)