LIVE

ღარიბაშვილი - დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება

02 მაი 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
ღარიბაშვილი - დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება.

კერძოდ, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო.

„ჩვენ ვიმსჯელეთ, ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის სექტორის ექსპერტებს, წარმომადგენლებს  შეხვდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე რომ, სხვა დანარჩენი რეგულაცია მოიხსნება. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს, კოვიდსიტუაცია დასტაბილურდა. ეს საშუალებას გვაძლევს, რეგულაციები შევამსუბუქოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 95 და გარდაიცვალა 1 მოქალაქე.