LIVE

ღარიბაშვილი: ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა

02 მაი 202211:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 919

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანა დაწყებულია, თუმცა მისივე თქმით, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა საწვავის ფასებზე.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა შესაბამის ზომებს კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით მიიღებს, რომლის მომზადების ვადა სააგენტოს 15 მაისამდე აქვს.

"ჩვენი ინფორმაციაა, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ კონკურენციის სააგენტოს მივმართეთ, რომ საწვავის ფასები დეტალურად შეისწავლოს და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას საშუალება ექნება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებით, რომ ხომ არაა მაგალითად რამე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საჭიროა დაიდოს მონიტორინგის ანგარიში, ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს“,- აღნიშნა პრემიერმა.