LIVE

წელს საქართველოში 2 229 სამშენებლო ნებართვა გაიცა - უმეტესობა საცხოვრებელ კომპლექსებზე

29 აპრ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
წელს საქართველოში 2 229 სამშენებლო ნებართვა გაიცა - უმეტესობა საცხოვრებელ კომპლექსებზე

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელის იანვარ-მარტში საქართველოში 2 229 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 15.4%-ით აღემატება 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. სულ მიმდინარე წელს სამშენებლო ნებართვა 1 516.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზეა გაცემული. 

ნებართვების 78.5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53% თბილისზე, 11% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.4% - იმერეთის რეგიონზე და 7.1% ქვემო ქართლის რეგიონზე. 

2022 წელს გაცემული ნებართვებიდან ყველაზე დიდი წილი მოდის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე. თუმცა, ნებართვები ასევე გაცემულია სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 23.5% - თბილისზე, 13.6% - კახეთზე, 10.5% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 10.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე. 

სულ, 2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 545.9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელის შესაბამის პერიოდთან შედარებით 59.7%-ით მეტი) 552 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1.8%-ით ნაკლები).