LIVE

გასულ წელს ლონდონმა ფინანსურ სექტორში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა

27 აპრ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
გასულ წელს ლონდონმა ფინანსურ სექტორში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა

გასულ წელს ლონდონმა მეტი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა ქალაქმა.

City of London Corporation-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ლონდონმა $764 მილიონის ინვესტიციები მიიღო, რომელიც 114 ფინანსურ და პროფესიონალური სერვისების პროექტებზე გადანაწილდა. ეს ნიშნავს, რომ ლონდონი ამ მიმართულებით უსწრებს დუბაის, ნიუ-იორკს, სინგაპურსა და პარიზს.

საერთო ჯამში გაერთიანებულმა სამეფომ გასულ წელს 186 ასეთი პროექტი მოიზიდა, რომელიც £1.1 მილიარდად არის შეფასებული. მას უსწრებს აშშ, 234 პროექტით.

ანგარიშის მიხედვით, პროფესიონალური სერვისებისა და ფინანსების პროექტები გაერთიანებულ სამეფოში გასულ წელს 8%-ით გაიზარდა. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი პრე-პანდემიურ დონემდე დასაბრუნებლად, რადგან ფინანსებსა და დაზღვევაში უცხოური ინვესტიციები 2019-დან და 2020-მდე პერიოდში გლობალურად 30%-ით დაეცა.

ანგარიშის მიხედვით, Fintech ფირმები დიდ ბრიტანეთში ფინანსური მომსახურების ინვესტიციების უდიდესი წყაროა და მთლიანი ინვესტიციების მესამედს შეადგენს. მათ შორის არიან გადახდების კომპანიები Klarna და Airwallex, ასევე ფინანსური დახმარების ფირმა Portfy.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიშა განი