
ბიტკოინის ღირებულება კვლავ გადასცდა $40 000-ს, ყოველდღიური ვაჭრობის ფავორიტი Shiba Inu-ს ფასი კი 20%-ზე მეტად გაიზარდა.
Shiba Inu და სამი სხვა ტოკენი - Solana, Polygon და Compound - Robinhood Markets-ის პლატფორმაზე პირველად გამოჩნდა. თითოეული მათგანის ფასი გაიზარდა, თუმცა მათგან ყველაზე დიდი ზრდა Shiba-მ აჩვენა.
გასული სამი კვირის განმავლობაში ბიტკოინი გუშინ $40,000-ს პირველად ჩამოსცდა.
$3000 დოლარამდე გაიზარდა ეთერიუმის ფასიც. ზოგიერთმა უფრო პატარა მონეტამ კიდევ უფრო დიდი ზრდა აჩვენა. Avalanche 6.3%-ით, Cardano კი 2.7%-ით გაძვირდა.
ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ბაზრისთვის გასულ კვირები არასტაბილური პერიოდი იყო, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციასთან და გეოპოლიტიკურ არეულობასთან გასამკლავებლად, განაკვეთების ზრდა დაიწყო. დღეს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ძირითადი ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იიალიანგ დევიდ პენი და იოანა ოსინჯერი