LIVE

რუსეთი ჯარის გასაძლიერებლად პენსიაზე გასულ სამხედროებს აბრუნებს - დიდი ბრიტანეთი

10 აპრ 202213:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 882
რუსეთი ჯარის გასაძლიერებლად პენსიაზე გასულ სამხედროებს აბრუნებს - დიდი ბრიტანეთი

რუსეთი მზარდი დანაკარგების საპასუხოდ და უკრაინის აღმოსავლეთში მასშტაბური შეტევისთვის მოსამზადებლად, ჯარების გაძლიერებას 2012 წელს სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედროებით ცდილობს. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი ასევე ცდილობს დნესტრისპირეთიდან, მეზობელი მოლდოვის პრორუსული ანკლავიდან, რეკრუტირებას.

NATO მარტის ბოლოს ვარაუდობდა, რომ უკრაინაში შეჭრიდან რუსეთმა 15,000 სამხედრო დაკარგა. სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ცენტრის მიხედვით, დაჭრილი სამხედროების რიცხვი, რომლებიც სამსახურს სწრაფად ვერ უბრუნდებიან, ჩვეულებრივ, დაღუპულთა რაოდენობას ორჯერ აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია