LIVE

SpaceX-მა კოსმოსურ სადგურზე 3 ვიზიტორი გაუშვა

09 აპრ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
SpaceX-მა კოსმოსურ სადგურზე 3 ვიზიტორი გაუშვა

SpaceX-მა სამი ბიზნესმენი და მათი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვა, სადაც ერთ კვირაზე მეტხანს დარჩებიან.

ვიზიტორთა ბილეთები მოიცავს კოსმოსური სადგურის ყველა ნაწილს, გარდა რუსული ნაწილისა - მათ დასჭირდებათ ნებართვა ბორტზე მყოფი სამი კოსმონავტისგან. იქ სამი ამერიკელი და ერთი გერმანელი ცხოვრობს.

ამერიკელმა, კანადელმა და ისრაელელმა ბიზნესმენებმა $55 მილიონი გადაიხადეს თითო სარაკეტო ფრენისა და დაბინავებისთვის, კვების ჩათვლით.

კერძო კომპანია Axiom Space-მა მოაწყო ვიზიტი NASA-ში მისი სამი გადამხდელი კლიენტისთვის: ლარი კონორი, რომელიც მართავს Connor Group-ს, მარკ პატი, Mavrik-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და ეიტან სტიბე, ყოფილი პილოტი და Vital Capital-ის დამფუძნებელი პარტნიორი.

რუსეთი ათწლეულების განმავლობაში მასპინძლობდა ტურისტებს კოსმოსურ სადგურზე - მანამდე კი სადგურ Mir-ზე. წლების განმავლობაში წინააღმდეგობის მიუხედავად, კოსმოსურ სადგურზე ვიზიტორების მიღებას დათანხმდა NASA-ც.

ჯეფ ბეზოსის სარაკეტო კომპანია Blue Origin-ი მომხმარებელს სთავაზობს 10-წუთიან ფრენებს კოსმოსის კიდემდე, ხოლო Virgin Galactic-ი ელის, რომ 2022 წლის ბოლოს დაიწყებს ფრენას საკუთარი სარაკეტო ხომალდით მომხმარებლებთან ერთად.

ეს ილონ მასკის SpaceX-ისთვის მეორე ჩარტერული ფრენაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: THE ASSOCIATED PRESS