
ესპანეთის პოლიციამ რუს მილიარდერს ვიქტორ ვექსელბერგს იახტა ჩამოართვა, როგორც სანქციების ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო.
78 მეტრი სიგრძის იახტა, სახელად Tango, $99 მილიონად არის შეფასებული. პოლიციამ მისი კონფისკაცია პალმა დე მალიორკას პორტში აშშ-ის FBI-სა და შიდა უსაფრთხოების გამოძიებებთან კოორდინაციით მოახდინა.
იახტა, რომელიც კუკის კუნძულების დროშით ფუნქციონირებდა, ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ არის რეგისტრირებული, თუმცა მისი მენეჯმენტი პანამაში დაფუძნებული ფირმების მიერ ხორციელდებოდა.
ვექსელბერგს, რომელიც Renova Management-ის თავმჯდომარეა, სანქციები დაუწესა აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა, თუმცა ის სანქცირებული არ არის ევროკავშირში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომას გუატლიერი