LIVE

ყაზახეთმა ახალი საექსპორტო მარშრუტი შეიმუშავა - მასში საქართველოცაა

29 მარ 202213:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 2489
ყაზახეთმა ახალი საექსპორტო მარშრუტი შეიმუშავა - მასში საქართველოცაა

ყაზახეთმა საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გახდა. როგორც ყაზახეთის მთავრობაში აცხადებენ, ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული.

„ალტერნატიული მარშრუტი შევიმუშავეთ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის, რათა არ მომხდარიყო ტვირთბრუნვის ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა. TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.

მისივე ინფორმაციით, ტვირთბრუნვის უზრუნველსაყოფად აქტაუს საზღვაო პორტის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში (ყაზახეთი) საკონტეინერო ჰაბის შექმნაც იგეგმება. 

საქართველოს როლთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად "ბიზნეს ფორმულა" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.