LIVE

Gazprom, Sberbank - მოსკოვის ბირჟაზე რუსული აქციების ფასი კვლავ მცირდება

28 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
Gazprom, Sberbank - მოსკოვის ბირჟაზე რუსული აქციების ფასი კვლავ მცირდება

რუსული აქციების ფასები მოსკოვის ბირჟის უფრო ფართო გახსნასთან ერთად მცირდება, რამაც გასული კვირის მოგება გააქრო. ვაჭრობა მოსკოვის ყველა აქციაზე გაფართოვდა, თუმცა მთავრობა ვაჭრობაზე შემზღუდავ ზომებს ძალაში ტოვებს.

MOEX ინდექსი შემცირებულ 4-საათიან სესიაში 2.2%-ით დაეცა. გაზის გიგანტის Gazprom-ის დანაკარგმა 3,70% შეადგინა და სახელმწიფო მსესხებელ Sberbank-თან ერთად ლიდერობს, რომელიც 4.94%-ით შემცირდა. ამასთან, ენერგეტიკული კომპანიების აქციებმა ნავთობის ფასის კლების გამო უკან დაიხია, Lukoil-ის დანაკარგი მოსკოვის ბირჟაზე 1.69%-ს შეადგენს.

ინდექსი ხუთშაბათის შემცირებულ სესიაზე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი სესიის კლებამ ეს მიღწევები გააქრო, ვაჭრობა შეზღუდული რჩება. რუსეთის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის დღეს 33%-იანი ვარდნის გამეორების თავიდან ასაცილებლად უცხოელებს ადგილობრივი აქციების გაყიდვა და მოკლე გაყიდვები აუკრძალა. მიმდინარე წელს რუსულ აქციებს მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ.

მიმდინარე თვის დასაწყისში მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან შესაძლოა $10 მილიარდი დაიხარჯოს გაუფასურებული ადგილობრივი აქციების შესაძენად.

რუსეთი სუვერენული სიმდიდრის ფონდის გამოყენებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

Bloomberg-ის ოროგინალური სტატიის ავტორი: ქსენია გალუჩკო