LIVE

უმსხვილესმა იაპონურმა ბანკებმა Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციები შეაჩერეს

26 მარ 202214:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1007
უმსხვილესმა იაპონურმა ბანკებმა Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციები შეაჩერეს

უმსხვილესი იაპონური ბანკები რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ.

დოლარში ფინანსური ოპერაციები იაპონური ფინანსური ინსტიტუტების მიერ ამერიკული საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდებოდა. სავარაუდოდ, მსგავს გადაწყვეტილებებს მიიღებენ იაპონიის სხვა ბანკებიც. 

აშშ-მა Sberbank-ი CARTA-ს სიაში დაამატა. შედეგად, ამერიკულ ბანკებს 26 მარტიდან მისი საკორესპონდენტო ანგარიშების დაბლოკვა დაევალათ.

OFAC-ის სპეციალური ნებართვის გარეშე, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ გახსნან და შეინახონ Sberbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები, ასევე მიიღონ ტრანზაქციები მათი მონაწილეობით.