LIVE

დიდი ბრიტანეთი რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს კრძალავს

15 მარ 202214:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1239
დიდი ბრიტანეთი რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს კრძალავს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს და ფუფუნების საგნების ექსპორტს კრძალავს

Bloomberg News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი აპირებს ბელარუსსა და რუსეთს გაუუქმოს ხელსაყრელი ტარიფები ასობით საექსპორტო პროდუქტისთვის.

მთავრობამ გამოაქვეყნა 900 მილიონი ფუნტის ღირებულების საქონლის საწყისი სია, მათ შორისაა არაყი, რაზეც არსებული სავაჭრო ტარიფები 35%-ით გაიზრდება. 

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი აღარ გასცემს ახალ გარანტიებს, სესხებს ან დაზღვევას რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტისთვის. გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო საკრედიტო სააგენტო ინარჩუნებს 3,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინასთან ვაჭრობისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია