LIVE

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

08 მარ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
რუსეთი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი ევროპას Nord Stream 1-ის მილსადენის საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ნაბიჯი რუსეთის პასუხია სანქციებზე, რომელიც დასავლეთმა მას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა. სვლამ შესაძლოა ენერგიის ბაზარზე სამომხმარებლო ფასები კიდევ უფრო გაზარდოს და არეულობა გააძლიეროს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდერ ნოვაკმა, რომელიც ასევე ენერგეტიკულ საკითხებს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს უპასუხოს მისი ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, Nord Stream 1-ის გათიშვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა და მილსადენი სრული სიმძლავრით მუშაობს.

Nord Stream 1-ის გათიშვის შესახებ კომენტარები გაზის ევროპულ ბაზრებზე ძლიერ რყევებს მოჰყვა. ფასები რუსული მიწოდების შეზღუდვის ფონზე თითქმის 80%-ით გაიზარდა.

ევროპის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება გადამწყვეტი ფაქტორია კონტინენტის ლიდერების მხრიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხო ქმედებებში. გასულ თვეში ბერლინმა $11 მილიარდიანი Nord Stream 2-ის პროექტი შეაჩერა. პარალელურად, ევროკავშირი აცხადებს, რომ წელს რუსეთიდან იმპორტის საჭიროების თითქმის 80%-ით შემცირებაზე მუშაობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია