LIVE

Coinbase-მა რუს მომხმარებლებთან დაკავშირებული 25,000 კრიპტო საფულე დაბლოკა

08 მარ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 717
Coinbase-მა რუს მომხმარებლებთან დაკავშირებული 25,000 კრიპტო საფულე დაბლოკა

კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Coinbase Global აცხადებს, რომ დაბლოკა რუს ფიზიკურ პირებთან ან სუბიექტებთან დაკავშირებული 25 000-ზე მეტი საფულის მისამართი. კომპანიის განცხადებით, ისინი უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ. 

2021 წლის მონაცემების მიხედვით, დაბლოკილი მისამართები Coinbase-ის 11.4 მილიონი ყოველთვიური ტრანზაქციის მომხმარებლის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენს. 

Coinbase-ის მთავარი იურიდიული ოფიცერი პოლ გრევალი კომპანიის ბლოგში წერს, რომ აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ წვდომა სანქცირებულ პირებს აუკრძალა. ამასთან, ბლოკჩეინის ანალიტიკის გამოყენებით, გამოვლინდება ამ პირებთან პოტენციურად დაკავშირებული მისამართები, რომლებიც ასევე შავ სიაში დაემატება. კომპანია მონაცემებს სანქცირების შემდგომი აღსრულებისთვის აშშ-ის მთავრობას უზიარებს. 

Bloomberg News-ის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ კრიპტო ბირჟებს მიმართა და დახმარება სთხოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სანქცირებული რუსი პირები და ორგანიზაციები მათზე დაკისრებული შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით ვირტუალურ ვალუტას არ მიმართავენ. 

უმსხვილესი კრიპტო ბირჟები, მათ შორის Coinbase და Binance, ადასტურებენ, რომ იზიარებენ მთავრობის მოთხოვნას სანქცირებული პირების შეზღუდვის შესახებ, მაგრამ პლატფორმაზე ყველა რუს მომხმარებელს არ დაბლოკავენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უეკი იანი