LIVE

Visa და და Mastercard-ი რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ

06 მარ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
Visa და და Mastercard-ი რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ
Bloomberg

Visa და Mastercard-ი რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ. კოორდინირებული მცდელობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო იზოლაციას ხელს შეუწყობს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ცალკეულ განცხადებებში, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა, Visa-მ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრასა და მიუღებელ მოვლენებზე მიუთითა, ხოლო Mastercard-მა მიმდინარე კონფლიქტის უპრეცედენტო ბუნებასა და გაურკვეველ ეკონომიკურ გარემოზე.

Visa-მ და Mastercard-მა განაცხადეს, რომ რუსეთში გაცემული ბარათებით დაწყებული ნებისმიერი ტრანზაქცია აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული ნებისმიერი ბარათი არ იმუშავებს რუსულ სავაჭრო ობიექტებში ან ბანკომატებზე.

Visa-მ ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ამ ქვეყანაში გაცემულ ბარათებს ფლობენ, კვლავ შეუძლიათ გადაიხადონ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კომპანია არ დაამუშავებს ტრანზაქციას. ეს იქნება რუსეთის ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის, ან NSPK-ის პასუხისმგებლობა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბანკების მიერ გამოშვებული Visa და Mastercard პროდუქტები მუშაობას ვადის ამოწურვამდე გააგრძელებს.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.

ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სებასტიან ტონგი