LIVE

როგოზინი: დაე, ამერიკელებმა კოსმოსში თავისი ცოცხებით იფრინონ

03 მარ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018
როგოზინი: დაე, ამერიკელებმა კოსმოსში თავისი ცოცხებით იფრინონ

რუსეთის საავიაციო სააგენტო Roscosmos-მა, დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, შეაჩერა რუსული სარაკეტო ძრავების შეერთებული შტატებისთვის მიწოდება.

სააგენტოს დირექტორის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით, რუსეთი აშშ-სთვის RD-180-ის ტიპის სარაკეტო ძრავების მიწოდებას აჩერებს და უარს ამბობს უკვე მიწოდებული ძრავების ტექნიკურ მომსახურებაზე. 

მისივე თქმით, Roscosmos-ს კონტრაქტის პირობებით, 2022-24 წლებში 12 ცალი РД-181 უნდა მიეწოდებინა, ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები RD-181M ძრავების გაუმჯობესებაზე. 

"მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში არ შეგვიძლია გავაგრძელოთ შეერთებული შტატებისთვის მსოფლიოში საუკეთესო სარაკეტო ძრავების მიწოდება. დაე, იფრინონ სხვა რამით, თავიანთი ცოცხებით, ჩვენ ვყინავთ მიწოდებას",- თქვა როგოზინმა. 

როგოზინის თქმით, სააგენტო აშშ-ს ძრავებით 1990-იანი წლების დასაწყისიდან ამარაგებდა. ამ დროისთვის სულ 122 ასეთი ძრავია გაგზავნილი, აქედან გამოყენებულია 98.