LIVE

PCR ტესტირება ფასიანი გახდა - ჯანდაცვის სამინისტრო

01 მარ 202211:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 2031
PCR ტესტირება ფასიანი გახდა - ჯანდაცვის სამინისტრო

დღეიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება. უფასო იქნება მხოლოდ სწრაფი ანტიგენ ტესტები. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდ-ტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება „ომიკრონი“ და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ, მინიმუმ 5 დღე იზოლაციაში უნდა დარჩნენ. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომებისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 9 003 მოქალაქე. 36 ადამიანი კი გარდაიცვალა.