LIVE

36 ქვეყნის ავიაკომპანიას რუსეთში ფრენა აეკრძალა

28 თებ 202218:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1312
36 ქვეყნის ავიაკომპანიას რუსეთში ფრენა აეკრძალა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) 36 ქვეყნის ავიაკომპანიას რუსეთში ფრენა აუკრძალა.

„საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოების მიერ რუსული ავიაკომპანიების და რუსეთში რეგისტრირებული სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის აკრძალვის საპასუხოდ, შემოღებულ იქნა შეზღუდვები 36 სახელმწიფოს ავიაკომპანიების ფრენებზე“,- ნათქვამია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

როგორც interfax.ru წერს ეს ქვეყნებია: ავსტრია, ალბანეთი, ანგილა (ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორია), ბელგია, ბულგარეთი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, დანია (მათ შორის გრენლანდია, ფარერის კუნძულები და ტერიტორიული ზღვა), ჯერსი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

როგორც „როსავიაციაში“ განმარტავენ ამ ქვეყნებიდან ფრენები შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის ფედერაციას. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს ფრენა აუკრძალა.