LIVE

ილონ მასკმა ერთ დღეში $13 მილიარდი დაკარგა

24 თებ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
ილონ მასკმა ერთ დღეში $13 მილიარდი დაკარგა

პლანეტაზე არცერთ ადამიანს $200 მილიარდი აღარ აქვს. ილონ მასკმა, ერთადერთმა მილიარდერმა, რომლის ქონება ჯერ კიდევ აჭარბებდა ამ ნიშნულს, ოთხშაბათს $13.3 მილიარდი დაკარგა. მასკი ამჟამად $198.6 მილიარდს ფლობს. საფონდო ბირჟებზე გლობალური შემცირების ფონზე Tesla-ს აქციების ფასი მეოთხე დღეა ეცემა და სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, კომპანიის 50 წლის დირექტორი ჯერ ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. თუმცა, მასკმა მიმდინარე წელს უკვე $71.7 მილიარდი დაკარგა, უფრო მეტი ვიდრე მის შემდეგ სამმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ერთად აღებულმა. პარალელურად, გლობალური ბაზრები უკრაინის გარშემო დაძაბულობას და ცენტრალური ბანკების გამკაცრებულ პოლიტიკას ებრძვიან.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც $200 მილიარდიანი ზღურბლი გადალახა Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იყო. ბეზოსმა ამ ზღვარს აპრილში მიაღწია, თუმცა გასული წლის დეკემბერში მისმა ქონებამ საბოლოოდ დაიხია უკან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილ არ შაჰი