LIVE

ირანი ნაჩუქარ 820,000 დოზა ვაქცინას აბრუნებს, რადგან ისინი აშშ-შია წარმოებული

22 თებ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
ირანი ნაჩუქარ 820,000 დოზა ვაქცინას აბრუნებს, რადგან ისინი აშშ-შია წარმოებული

ირანი პოლონეთის მიერ გადაცემულ 820,000 დოზა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აბრუნებს, რადგან ისინი აშშ-ის მიერ არის წარმოებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.  

ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა მოჰამად ჰაშემმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ირანს AstraZeneca-ს ვაქცინის დაახლოებით მილიონი დოზა აჩუქა. 

"როდესაც ვაქცინები ირანში ჩავიდა, გავიგეთ, რომ პოლონეთიდან შემოტანილი ვაქცინების 820,000 დოზა, იყო შეერთებული შტატებიდან",- თქვა მან.

ჰაშემის თქმით, "ირანში პოლონეთის ელჩთან კოორდინაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ ვაქცინები დაბრუნდებოდა".

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 2020 წელს ამერიკულ და ბრიტანულ ვაქცინების "აკრძალული" უწოდა. ირანი ახლა იღებს მხოლოდ იმ დასავლურ ვაქცინებს, რომლებიც  აშშ-ში ან ბრიტანეთში არ იწარმოება.

ირანი ახლა კორონავირუსული ინფექციების მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში Covid-19-ის აგრესიული ომიკრონის ვარიანტი დომინირებს.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 135,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ირანი ძირითადად იყენებს Sinopharm-ის ვაქცინაც, მაგრამ მოქალაქეებს სთავაზობს Oxford-AstraZeneca-ს, რუსულ Sputnik V-ს, ინდურ ფირმა Bharat-ის Covaxin-ს და ადგილობრივი წარმოების COVIran Barekat-ს. ბრიტანულ-შვედური AstraZeneca ირანის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია