LIVE

ბიტკოინის ფასი $42,956-მდე გაიზარდა

07 თებ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 983
ბიტკოინის ფასი $42,956-მდე გაიზარდა

დღეს ბიტკოინის ფასი 50-დღიან საშუალო მაჩვენებელს ასცდა. უმსხვილესი კრიპტოვალუტა 3%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა $42,956 შეადგინა. ზრდა პარასკევის აღმავლობას მოჰყვა, რომელიც ყველაზე დიდი იყო ოქტომბრის შემდეგ.

ბიტკოინის ტექნიკურ ნიშნულზე მაღლა ზრდა ემთხვევა აშშ-ში სამუშაო ადგილების შესახებ მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს და Amazon.com-ის მიერ ძლიერი შემოსავლის გამოქვეყნებას. ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ S&P 500 პარასკევს ასევე გაიზარდა 0.5.%-ით, ხოლო Nasdaq 100 1.3%-ით.

Fundstrat-ის მარკ ნიუტონის განცხადებით, უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ შესაძლოა შემდგომ პროგრესს მომდევნო კვირებში მიაღწიოს ტექნიკური გარღვევის გათვალისწინებით.

სხვა ტოპ კრიპტოვალუტების ფასი, როგორიცაა ეთერიუმი და Solana, ასევე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში CoinGecko-ს ფასების მიხედვით, XRP-ის 8,1%-ით, Dogecoin-ის 7,4%-ით, ხოლო Shiba Inu-ს ფასი 26%-ით არის გაზრდილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი