LIVE

კრიპტო სექტორის ვაჭრობის მოცულობა 1-წლიან მინიმუმზეა

06 თებ 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
კრიპტო სექტორის ვაჭრობის მოცულობა 1-წლიან მინიმუმზეა
Tiffany Hagler-Geard/Bloomberg

გასულ თვეში კრიპტოვალუტის ფასების მასობრივი ვარდნის დროს, ასევე დაეცა სექტორის სავაჭრო მოცულობა. განვითარება ცუდი ამბავია ბირჟებისთვის, რომლებიც ციფრული მონეტებით ვაჭრობენ.

CryptoCompare-ის ანგარიშის მიხედვით, იანვარში მთლიანი მოცულობა $1.8 ტრილიონამდე შემცირდა, რაც წინა თვესთან შედარებით 30%-ზე მეტით ნაკლებია. ეს სექტორისთვის ყველაზე დაბალი ბრუნვაა 2020 წლის ბოლოდან. 24 იანვრის $91 მილიარდიანი თვის პიკის დროსაც კი ვაჭრობა დეკემბერთან შედარებით თითქმის 50%-ით შემცირდა.

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის, ჯული ჩარიელის თქმით, ვაჭრობის მოცულობის შემცირება პირდაპირ გავლენას მოახდენს ისეთი სავაჭრო პლატფორმების შემოსავლებზე, როგორიცაა Coinbase-ი და Robinhood-ი. COIN-ის შემოსავლების დაახლოებით 90% და Robinhood-ის დაახლოებით 40% კრიპტო ვაჭრობით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ციფრულ ვალუტების და სხვა უფრო სარისკო აქტივების მიმართ 2022 წელს ინტერესი შემცირდა. ძვრა ფედერალური სარეზერვო სისტემის გამკაცრებულ მიდგომას უკავშირდება, რომელიც პანდემიური სტიმულის შეწყვეტას გეგმავს.

ბიტკოინმა, უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ, მიმდინარე წელს ღირებულების მეხუთედი დაკარგა. 100 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ინდექსი 26%-ით დაეცა, ხოლო Bloomberg Galaxy DeFi Index, რომელიც უდიდეს დეცენტრალიზებულ ფინანსურ პროტოკოლებსა და აპებს აერთიანებს, 31%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰაჯრიკი