LIVE

Covid-19-ით გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო მე-6 ადგილზეა - worldometers

02 თებ 202214:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
Covid-19-ით გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო მე-6 ადგილზეა - worldometers

worldometers.info-ის სტატისტიკის მიხედვით, 24 საათში Covid-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პირველ ადგილზეა მექსიკა, რომლის მოსახლეობა 120 მილიონს აღემატება. მას მოსდევს უკრაინა, სადაც 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მე-3 ადგილზეა იაპონია 126 მილიონი მოსახლით. ხუთეულში შედიან ავსტრალია, სადაც 26 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ბოლივია 12 მილიონამდე მოსახლით.

Covid-19-ით საქართველოზე ზუსტად ორჯერ ნაკლები ადამიანია გარდაცვლილი ტაილანდში, სადაც დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  

საქართველო სიის 10-ეულშია ინფიცირების ახალი შემთხვევებითაც. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 26 320 ახალი შემთხვევა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 658 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 9 555 პირი. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 181 293 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 226 444-ს აღწევს. Covid-19-ით გარდაცვლილია 15 060 ადამიანი. 

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 18+ მოსახლეობის 42.6%. 

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანს დიდწილად იცავს გარდაცვალებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან. 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდსსამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.