LIVE

ტრამპმა სტივ ბენონი შეიწყალა

20 იან 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
ტრამპმა სტივ ბენონი შეიწყალა
Mark Kauzlarich/Bloomberg

დონალდ ტრამპმა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერა ბოლო შეწყალების აქტს, რითიც 73 ადამიანი შეიწყალა, 70-ს კი სასჯელი შეუმცირა. შეწყალებულებს შორის არიან მისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბანონი, რეპერი ლილ ვეინი და დეტროიტის ყოფილი მერი კვეიმ კლიმპატრიკი.

არსებული მოლოდინი, რომ ტრამპი საკუთარ თავს შეიწყალებდა, არ გამართლდა, თუმცა სამართლებრივად სადაოა ისიც, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს საკუთარი თავის შეწყალება. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ შეწყალებულთა სიაში დონალდ ტრამპი არ გვხვდება.

სიაში უმრავლესობას ნაკლებად ცნობილი დამნაშავეები შეადგენენ/ შეწყალებულთა შორის არიან სელებრითები, ყოფილი კანონმდებლები, აღმასრულებლები და პრეზიდენტის ოჯახისა თუ კონგრესის  წევრებთან დაკავშირებული პირებიც.

ტრამპმა არც ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალა და არც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი.

როგორც ამბობენ, ტრამპმა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და შეწყალებულთა სიაში ბოლოს შეიყვანა თეთრი სახლის ყოფილი სტრატეგი სტივ ბენონი.

შეწყალებულთა შორისაა ლილ ვეინის სახელით ცნობილი რეპერი დუეინ კარტერი, ასევე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი უმსხვილესი შემომწირველი ელიოტ ბროიდი, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი ენტონი ლევანდოვსკი, კომპანია InterMune-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სკოტ ჰარკონენი, რესპუბლიკელი რიკ რენზი, კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი პოლ ერიქსონი და წარსულში ტრამპის სიძესა და უფროს მრჩეველ ჯარედ კუშნერთან დაახლოებული კენ კურსონი.

მათ შორის კი ვისაც სასჯელი შეუმცირდა, Kodak Black-ის სახელით ცნობილ რეპერ ბილ კაპრისა და აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი 835 წლიანი სასჯელის მქონე ყოფილ ბიზნესმენსა და ფილანტროპისტ შოლამ ვეისს ვხვდებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგროვი