LIVE

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

31 იან 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 938
ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
Bloomberg

ჩრდილოეთ კორეამ თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გაშვება კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტესტების უდიდეს სერიას დაემატა, რამაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბირთვული არსენალი ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგში დააბრუნა.

იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაპირველი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდო საშუალო მოქმედების რაკეტა 2017 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. ორი მეზობელი ქვეყნის განცხადებით, რაკეტამ 2000 კილომეტრამდე სიმაღლეს მიაღწია და ფრენის დაახლოებით 800 კილომეტრიანი მანძილი დააფიქსირა.

იაპონიის მთავრობის სპიკერის, ჰიროკაზუ მაცუნოს განცხადებით, რაკეტა აღმოსავლეთისკენ მიფრინავდა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში და იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა წყლებში დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე თვეში უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ვიდრე 2021 წელს მთლიანად.

მაცუნომ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა განაცხადეს, რომ ტესტირება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს. უახლესმა გაშვებამ შესაძლოა გააძლიეროს აშშ-ს მოწოდება უშიშროების საბჭოს მოქმედების შესახებ, რაც ჩრდილოეთ კორეის სანქციებით დაზარალებულ ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იონგ ჰო ლი და იუკო ტაკეო