LIVE

ნიუ-იორკში კოვიდპაციენტებს უფასო ანტივირუსულ აბებს დაურიგებენ

31 იან 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
ნიუ-იორკში კოვიდპაციენტებს უფასო ანტივირუსულ აბებს დაურიგებენ

ნიუ-იორკში სახლებში მყოფი კოვიდინფიცირებულები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან, უფასო ანტივირუსულ აბებს მიიღებენ. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა.  

"გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კოვიდის მქონეებს ქალაქში გადაადგილება არ უწევთ. გვინდა, რომ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით",- ამბობს მერი.  

მერიის პრესრელიზის თანახმად, აშშ-ის "სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის" (FDA) მიერ დამტკიცებული ანტივირუსული აბები - Pfizer-ის პაქსლოვიდი და Merck-ის მოლნუპირავირი ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობით. მოქალაქეებს მედიკამენტები Alto Pharmacy-სთან პარტნიორობით მიეწოდება. 

ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ქალაქში ინფიცირების შემთხვევებმა კლება დაიწყო. ასევე, შემცირდა იმ ინფიცირებულების რიცხვიც, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამჟამად ნიუ-იორკში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან ფიშერი