LIVE

2021 წელს საქართველოში 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა

31 იან 202211:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
2021 წელს საქართველოში 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა

„საქსტატის“ მონაცემებით. 2021 წელს საქართველოში 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 5.6%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. სულ გასულ წელს სამშენებლო ნებართვა 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზეა გაცემული. 

ნებართვების 74.4% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8% თბილისზე, 9.2% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9% - იმერეთის რეგიონზე. 

2021 წელს გაცემული ნებართვებიდან ყველაზე დიდი წილი მოდის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე. თუმცა ნებართვები ასევე გაცემულია სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5% - თბილისზე, 12.3% - კახეთზე, 11.7% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე. 

სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9%-ით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტი).