LIVE

მინი მაუსის ჩაცმულობა იცვლება

28 იან 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1355
მინი მაუსის ჩაცმულობა იცვლება

თითქმის საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მინი მაუსის ჩაცმის სტილი რადიკალურად იცვლება. Disney-ს ცნობილი პერსონაჟის გარდერობში მოდის ბრიტანელი დიზაინერის, სტელა მაკარტნის შარვალ-კოსტიუმი ემატება

გავრცელებული ფოტოს მიუხედავად, მინის ახალი ვიზუალი ქალთა დღისა და პარიზის დისნეილენდის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად ცნობილი მარტში გახდება. 

Disney-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მაკარტნის შერჩევის მიზეზიც ისაა, რომ ის ქალების გაძლიერების და მდგრადი მოდის მხარდამჭერია. 

"მინის ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და რაც მე მინიში მიყვარს არის ის, რომ ის განასახიერებს ბედნიერებას, თვითგამოხატვას, ავთენტურობას... გარდა ამისა, მას აქვს შესანიშნავი სტილი",- ამბობს დიზაინერი. 

დიზაინერს იმედი აქვს, რომ სტილი მინის "ახალი თაობის პროგრესისა და გაძლიერების სიმბოლოდ" აქცევს. 

შარვალი ქალი ლიდერების გარდერობში მთავარი ელემენტია, პოლიტიკოსები, მათ შორის გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საზოგადოებაში ხშირად შარვლით ჩნდებიან. 

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკაშირებით, მაკარტნი ასევე მუშაობს მაისურების შეზღუდულ კოლექციაზე. მაისურები, რომელზეც გამოსახული იქნება მინი მინაწერით "Divine Feminine" 7 მარტის Stella McCartney Winter 2022 შოუზე გამოჩნდება და ჩვენების მეორე დღიდან გაიყიდება.