
Apple-ი მომხმარებლისთვის ახალი სერვისის შეთავაზებას გეგმავს, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესს ბარათით გადახდები მხოლოდ iPhone-ის გამოყენებით მიიღონ.
კომპანია ახალ ფუნქციაზე 2020 წლიდან მუშაობს. iPhone-ის მწარმოებელმა Mobeewave-ში, რომელიც კანადური სტარტაპია და სმარტფონებისთვის გადახდის ტექნოლოგია განავითარა, $100 მილიონი გადაიხადა. სისტემა სავარაუდოდ, iPhone-ის NFC-ის გამოიყენებს, ჩიპს, რომელიც ამჟამად Apple Pay-ისთვის გამოიყენება.
ახალი ფუნქცია iPhone-ს გადახდის ტერმინალად გადააქცევს, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესებს გადახდები საკრედიტო ბარათის ან მეორე iPhone-ის მოწყობილობის უკანა მხარეს მიდებით მიიღონ.
კომპანიამ ახალი ფუნქცია შესაძლოა პროგრამული განახლების საშუალებით წარადგინოს. კომპანია, სავარაუდოდ, iOS 15.4-ის პირველ ბეტა ვერსიას ახლო მომავალში გამოუშვებს. სისტემური განახლება მომხმარებლისთვის საბოლოოდ ხელმისაწვდომი გაზაფხულისთვის გახდება.
iPhone არ იქნება პირველი მოწყობილობა, რომელსაც Mobeewave-ის გადახდის მიღების ტექნოლოგია ექნება. Samsung-მა, რომელიც სტარტაპს Apple-თან გარიგებამდე უჭერდა მხარს, საკრედიტო ბარათის მიღება მის მოწყობილობებზე შეხებით 2019 წელს დანერგა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი