LIVE

ცუკერბერგს კრიპტო გეგმები ჩაეშალა

28 იან 202215:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
ცუკერბერგს კრიპტო გეგმები ჩაეშალა
Bloomberg

კრიპტოვალუტის საკამათო პროექტი, რომელიც მარკ ცუკერბერგმა კონგრესის წინაშე დაიცვა, მარეგულირებელი ზეწოლის შედეგად იშლება.

Diem Association-ი, კრიპტოვალუტის ინიციატივა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც Libra და Meta Platforms-ი უჭერდა მხარს, საკუთარი აქტივების გაყიდვას განიხილავს. მიზანი პროექტის ინვესტორებისთვის კაპიტალის დაბრუნებაა.

კრიპტოვალუტის გარშემო გაჩენილი კითხვების შემდეგ, ზოგიერთმა პარტნიორმა პროექტი მიატოვა, კრიპტოვალუტას კი სახელი შეეცვალა და Diem-ი დაერქვა. Diem-ის ამბიციები შემცირდა. მისმა დამფუძნებელმა, დევიდ მარკუსმა Meta გასულ წელს დატოვა. ასოციაციამ გარიგება დადო Silvergate Capital-თან, რომელსაც Diem-ი უნდა გამოეშვა, მაგრამ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის წინააღმდეგობამ პროექტს საბოლოო დარტყმა მიაყენა.

Diem-მა გასული წლის მაისში განაცხადა, რომ ფირმის შვილობილი კომპანია Silvergate Bank-ი Diem USD stablecoin-ის ემიტენტი უნდა ყოფილიყო. ეს არის კრიპტოვალუტის ტიპი, რომელიც დაკავშირებულია აშშ დოლართან, რაც ჩვეულებრივ სხვა კრიპტოების ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენება.

Diem-ის ადვოკატებსა და მარეგულირებლებს შორის ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, Fed-მა გასულ ზაფხულს Silvergate-ს განუცხადა, რომ სააგენტო უკმაყოფილო იყო გეგმით და ვერ გასცემდა გარანტიას, რომ ის ბანკის საქმიანობას დაუშვებდა.

მარეგულირებლის მწვანე შუქის გარეშე, Silvergate-ს არ შეეძლო ახალი აქტივის გამოშვება იმ რწმენით, რომ Fed-ი საქმიანობაში ხელს არ შეუშლიდა.

ნოემბერში ფედერალურმა მარეგულირებლებმა საბოლოოდ გახადეს ნათელი, რა იყო პრობლემა. პრეზიდენტის სამუშაო ჯგუფის ანგარიშში ფინანსური ბაზრების შესახებ ნათქვამია, რომ სტაბილკოინის ემიტენტები უნდა იყვნენ რეგულირებული ბანკები, თუ მონეტები გამოყენებული უნდა იქნას ნივთების ყიდვა-გაყიდვისთვის.

მარეგულირებელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ეშინიათ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ტექნოლოგიური კომპანიის მომხმარებელთა უზარმაზარი ქსელი მოულოდნელად დაიწყებს ტრანზაქციებს ახალ ვალუტაში. მათი თქმით, სტაბილკოინის ემიტენტის მსხვილ კორპორაციასთან გაერთიანებამ შეიძლება ეკონომიკური ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია გამოიწვიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლინა ბეიკერი