LIVE

პერის ჰილტონი მეტავერსში წვეულებას გეგმავს

25 იან 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1450
პერის ჰილტონი მეტავერსში წვეულებას გეგმავს

პერის ჰილტონი გრძობს, რომ მისი დრო ისევ დადგა.

ჰილტონი იმიჯის განახლებას და წვეულების მოყვარული გოგონადან „მარადიულ აიკონად“ გარდაქმნას ცდილობს, რომელსაც ბრენდები ოჯახურ, ინოვაციური ლიდერად დაინახავენ.

მოულოდნელად, პერის ჰილტონი ისევ ყველგანაა: სტრიმინგ პლატფორმებზე, მოდის რეკლამებში და Roblox-ზეც კი. ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილია, თუმცა ჰილტონის ამ დაბრუნებაში ველით, რომ ბილბორდების ნაცვლად NFT-ის ვნახავთ.

სასტუმროების ჯაჭვის მემკვიდრე 2003 წელს რეალითი შოუ The Simple Life-ით გახდა ცნობილი. ახლა მას NBC-ის სტრიმინგ სერვისზე შოუ Paris In Love და IHeartMedia-ზე პოდკასტი This Is Paris აქვს.

ჰილტონი ახლა მეტავერისისკენ ინაცვლებს. მან შექმნა Paris World-ი Roblox-ში, ონლაინ პლატფორმაზე, რომელსაც 47,3 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მოთამაშეებს პერის ჰილტონის სამყაროში შეუძლიათ დაათვალიერონ მისი კუნძული გასართობი პარკით, ზოოპარკით, ღამის კლუბით და სასახლით, სადაც მათ ასევე შეუძლიათ შეიძინონ ტანსაცმელი მისი კარადიდან. ჰილტონმა მის პირველ ღონისძიებას Roblox-ში ახალი წლის ღამეს უმასპინძლა.

ჯერჯერობით, მან პლატფორმაზე 62 000-ზე ნაკლები ვიზიტორი მოიზიდა, მაგრამ ამბობს, რომ პოტენციალს ხედავს.

პოპ კულტურის ცნობილ ფიგურას ასევე ამბიციები აქვს მეტავერსში ბრენდების შემოყვანის შესახებ.

მომავალ კვირას, ჰილტონი პირველ NFT-ებს გამოუშვებს Super Plastic-თან, ვინილის სათამაშოებისა და ციფრული საკოლექციო ნივთების კომპანიასთან ერთად, რომელსაც მხარს Google Ventures და ჯასტინ ტიმბერლეიკი უჭერს.

აღსანიშნავია, რომ ჰილტონმა საკუთარი Iconic Crypto Queen NFT 2021 წლის აპრილში $1.1 მილიონ დოლარად გაყიდა. მას ამჟამად 141 NFT აქვს, მათ შორის გრაიმსის და სტივ აოკის ნამუშევრები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ პარისი