
გვინეთ პელტროუმ აბორტის უფლებების შესახებ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წლისთავთან დაკავშირებით სანთლების ლიმიტირებული სერია გამოუშვა.
მსახიობის განცხადებით, Hands Off My Vagina სანთელი Roe v Wade-ის 22 იანვრის ისტორიულ საქმეს ეძღვნება. 1973 წელს Roe v Wade-ის საქმის შემდეგ გადაწყდა, რომ აშშ-ს კონსტიტუცია იცავს ორსულის უფლებას აირჩიოს აბორტი. პელტროუს თქმით, თითოეული გაყიდვიდან $25 American Civil Liberties Union (ACLU) ფონდის რეპროდუქციული თავისუფლების პროექტს გადაეცემა.
View this post on Instagram
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში პელტროუმ აღნიშნა, რომ კამპანია მხარს უჭერს უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ უფლებას.
„სიტყვა „ვაგინა“ დიდ ძალას ფლობს. და მაინც, დგას განმეორებადი საჭიროება, რომ ვთქვათ: ხელები შორს. ხელები შორს ჩვენი ვაგინებიდან ნებისმიერ კონტექსტში, სადაც ისინი არ არიან სასურველი", - წერს პელტროუ.
სანთელი $75-ად ვებგვერდ goop.com-ზე გაიყიდება, გაყიდვებიდან შემოსული დონაცია კი 1 ივლისამდე განხორციელდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია