LIVE

BAT საქართველოს წარმომადგენლობას აუქმებს

19 იან 202116:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
BAT საქართველოს წარმომადგენლობას აუქმებს

British American Tobacco-მ საქართველოში წარმომადგენლობა დახურა. მიზეზი გამკაცრებული რეგულაციებისა და Covid19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული შემოსავლებია. საერთაშორისო კომპანიამ გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. ვინაიდან კომპანიას წარმომადგენელი საქართველოში უკვე აღარ ჰყავს, BAT-ში გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კომპანიას სხვა გზა აღარ დარჩა. 

"კომპანიის მხრიდან საქართველოს წარმომადგენლობის გაუქმება ნამდვილად ცუდი ფაქტია. ქვეყანაში რეგულაციები აუცილებლად შესამცირებელია და უნდა დავტოვოთ მხოლოდ ყველაზე საჭირო რეგულაციები. მხოლოდ მიზანშეწონილი და შედეგზე ორიენტირებული კანონები უნდა გვქონდეს. ეს არ ეხება მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიას, ეს ეხება ნებისმიერ სფეროსა და მიმართულებას'' - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის იურისტი, ნიკა ნანუაშვილი. 

British American Tobacco საქართველოში 2000 წლიდან იყო წარმოდგენილი. კომპანიამ ორი წლის წინ 100 მილიონიანი დავა მოიგო საქართველოს მთავრობასთან. სწორედ, BAT ახორციელებს ისეთი ბრენდების დისტრიბუციას საქართველოში როგორებიცაა Kent, Pall Mall, Rothmans, Camel, Dunhill და Lucky Strike. აღსანშნავია, რომ ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე წარმომადგენლობით თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდებიდან Japan Tobacco International  რჩება.