LIVE

2021 წელს საქართველომ $2.35 მილიარდის ფულადი გზავნილი მიიღო

17 იან 202214:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 2027
2021 წელს საქართველომ $2.35 მილიარდის ფულადი გზავნილი მიიღო

2021 წელს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 2 მლრდ 349 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია. 

ლიდერი კვლავ რუსეთია, TOP-10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასეთია:

  • რუსეთის ფედერაცია ($411 მლნ 368 ათასი);
  • იტალია ($385 მლნ 744 ათასი);
  • აშშ ($284 მლნ 304 ათასი);
  • საბერძნეთი ($240 მლნ 149 ათასი);
  • ისრაელი ($186 მლნ 741 ათასი);
  • გერმანია ($113 მლნ 266 ათასი);
  • თურქეთი ($104 მლნ 483 ათასი);
  • უკრაინა ($92 მლნ 697 ათასი);
  • აზერბაიჯანი ($85 მლნ 188 ათასი);
  • ყაზახეთი ($61 მლნ 760 ათასი). 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 229 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის დეკემბრის მონაცემებს 15%-ით აღემატება.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, გასულ წელს 2020-თან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ჯამში 316 მლნ 866 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.