LIVE

პირბადეები ხალხს უფრო მიმზიდველს ხდის - კვლევა

14 იან 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
პირბადეები ხალხს უფრო მიმზიდველს ხდის - კვლევა
VLADIMIR VLADIMIROV/E+/GETTY IMAGE

კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები უკეთესად გამოიყურებიან მაშინ, როცა მათი სახის ნახევარს პირბადე ფარავს. 

მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და გარემოს დამცველებისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ კვლევის მიხედვით, ყველაზე მიმზიდველად ერთჯერადი სამედიცინო პირბადე ჩაითვალა. 

კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის პროფესორი და სახეების ექსპერტი ამბობს, რომ კვლევის შედეგები რადიკალურად განსხვავდება პანდემიამდე ჩატარებული კვლევის შედეგებისგან. მაშინ გამოკითხულებისთვის სამედიცინო პირბადეები ნაკლებად მიმზიდველად აღიქმებოდა, რადგან ის დაავადების ასოციაციას იწვევდა. 

ახალი კვლევის პირველი ნაწილი 2021 წლის თებერვალში ჩატარდა. ამ დროისთვის ბრიტანეთის მოსახლეობა  პირბადეების ტარებას მიჩვეული იყო. კვლევის ფარგლებში, 43 ქალს სთხოვეს 1-დან 10-მდე ქულით შეეფასებინათ მამაკაცის ფოტოები, სადაც ისინი იყვნენ ნიღბის გარეშე, ქსოვილის ნიღბით, სამედიცინო პირბადით, ან წიგნით ხელში, ისე, რომ ნივთი მათ სახეს სანახევროდ ფარავდა. 

მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ქსოვილის ნიღაბში მამაკაცები უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ნიღბის გარეშე, მაგრამ ქირურგიული ნიღაბი მფლობელს კიდევ უფრო უკეთესად აჩენდა.

„პანდემიამ შეცვალა ჩვენი ფსიქოლოგია, თუ როგორ აღვიქვამთ ნიღბების ტარებს. როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაცას ნიღაბი უკეთია, აღარ ვფიქრობთ, რომ "ამ ადამიანს აქვს დაავადება, მე უნდა მოვერიდო",- ამბობს მკვლევარი. 

მკვლევარი ადამიანების შეცვლილ დამოკიდებულებას რამდენიმე მიზეზით ხსნის. მისი აზრით, სამედიცინო პირბადე ჯანდაცვის მუშაკთან ასოცირდება, მათი დანახვისას თავს დაცულად ვგრძნობთ, იმედს გვიჩენს და პოზიტიურად განვეწყობით. გარდა ამისა, პირბადის ტარებისას ადამიანები ერთმანეთის თვალებს მეტ ყურადღებას აქცევენ. 

მისი თქმით, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ სახის მარცხენა ან მარჯვენა ნახევრის დაფარვა ადამიანებს უფრო მიმზიდველს ხდის ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტვინი გამოტოვებულ ნაწილს საკუთარი წარმოდგენით ავსებს და გადაჭარბებულად აფასებს.

მსგავსი კვლევა კაცებზეც ჩატარდა. ამ შემთხვევაში, მათ ქალების მიმზიდველობა იმავე პირობით უნდა შეეფასებინათ. კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ ძირითადი შედეგი მსგავსია. 

კვლევაში სექსუალური იდენტობა გათვალისწინებული არ ყოფილა.