LIVE

17 იანვრიდან სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას იწყებს

14 იან 202214:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1097
17 იანვრიდან სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას იწყებს

17 იანვრიდან სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას იწყებს. მათი მოთხოვნა ხელფასის 100%-ით გაზრდაა. 

როგორც სოლიდარობის ქსელის იურისტი, დავით თომსარაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ კოლექტიური დავა სააგენტოსთან. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა“,- აცხადებს თომსარაშვილი.

მისი განმარტებით, 12 წელია სოციალური აგენტების ხელფასი არ გაზრდილა.

„გაზრდილი ინფლაციის პირობებში აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, კერძოდ აუნაზღაურდეთ სატრანსპორტო ხარჯები და ჰქონდეთ სადაზღვევო პაკეტიც“,- აღნიშნავს იურისტი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.