სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 მლრდ 319 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.
გასულ წელს ექსპორტი 4 მლრდ 242 მლნ აშშ დოლარი იყო (26.9%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 10 მლრდ 77 მლნ აშშ დოლარი (25.1%-ით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5 მლრდ 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.