ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა TV3-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ომი “წარმოუდგენელია”, რადგან ეს უფრო ფართო, გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს.
“რუსეთს არ ეშინია ნატოს ძალების, რუსეთს ეშინია უკრაინის დემოკრატიის”,- განუცხადა კარინსმა მაუწყებელს.
უსაფრთხოების დისკუსიების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, ამერიკელი და რუსი დიპლომატები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიალოგი, რათა გადაჭრან უთანხმოება უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების მობილიზებისა და აღმოსავლეთით ნატოს პოტენციური გაფართოების შესახებ მოსკოვის შეშფოთებასთან დაკავშირებით.
დღეს ჟენევაში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. 13 იანვარს კი დაგეგმილია დიალოგი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აარონ ეგლიტისი