LIVE

საქართველოში 1,8 მლნ მსესხებელს ₾31 მილიარდზე მეტი ვალი აქვს

12 იან 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 803
საქართველოში 1,8 მლნ მსესხებელს ₾31 მილიარდზე მეტი ვალი აქვს

საქართველოში 1 884 295 ადამიანს საფინანსო სექტორის 32 მილიარდამდე ლარი მართებს. აქედან 228 515 მსესხებელს, ანუ 12%-ს 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება (თითქმის 1,6 მილიარდი ლარი) უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ ინფორმაციით, გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკებიდან 29 მილიარდ ლარზე მეტის კრედიტია გაცემული 1,6 მილიონ მსესხებელზე.

სხვა საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო და ა.შ.) კრედიტორი 621 672 ადამიანია, ხოლო მათზე გაცემული სესხების მოცულობა 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.

სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიებისგან 496 მილიონ ლარზე მეტი აქვს სესხად მიღებული 20 ათასზე მეტ მსესხებელს.