LIVE

ახალი საწარმო და ექსპორტი სომხეთ-აზერბაიჯანში - „ოპ-არტის“ გეგმები

11 იან 202216:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 676
ახალი საწარმო და ექსპორტი სომხეთ-აზერბაიჯანში - „ოპ-არტის“ გეგმები

მიმდინარე წლის ბოლომდე ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ოპ-არტი“ წარმოების 30% -ით გაზრდას და ახალი საამქროს გახსნას გეგმავს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ 2007 წელს დაფუძნებული კომპანიის მენეჯერმა, ქეთი კუხალაშვილმა განუცხადა, აქტიურად მიდის მუშაობა სომხეთში და აზერბაიჯანში ექსპორტის დასაწყებად.

„ჩვენი პროდუქცია ძირითადად საშუალო და პრემიუმ კლასის მომხმარებელზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ კოვიდის გამო ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება 15%-ით გაიზარდა,თუმცა მომხმარებელი არ მოგვკლებია“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდის გამო გართულებული ლოგისტიკა ექსპორტის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ „ოპ-არტის“ პროდუქცია სომხეთში და აზერბაიჯანშიც ხელმისაწვდომი გახდეს.

კომპანია თითქმის ყველა ტიპის ავეჯს ამზადებს, გარდა რბილი ავეჯისა და წარმოებაში იყენებს როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციას.