LIVE

აშშ ავღანეთს დამატებით $300 მილიონით დაეხმარება

11 იან 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 950
აშშ ავღანეთს დამატებით $300 მილიონით დაეხმარება
Reuters

აშშ ავღანეთს სასურსათო და სამედიცინო კრიზისის შესამსუბუქებლად $308 მილიონით დახმარება. 

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო   (USAID) ამ თანხას მიმართავს დამოუკიდებელი დამხმარე ორგანიზაციებისკენ , რომლებიც ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების, თავშესაფრისა და კვების სერვისების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.

დახმარების შესახებ აშშ-ის განცხადებას წინ გაეროს გაფრთხილება უძღოდა. ორგანიზაციის განმარტებით, ავღანეთში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება. თითქმის 40-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მწვავე შიმშილის წინაშე დგას და მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს მკაცრი ზამთრის დადგომისას საფრთხე ემუქრება. გაეროს განცხადებით, მიმდინარე წლის შუა რიცხვებში, შესაძლოა, ავღანეთში სიღარიბეში მცხოვრების მოსახლეობის წილი 72%-დან 97%-მდე გაიზარდოს. 

ამ დრომდე ავღანეთისთვის აშშ ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. ქვეყანა COVAX პლატფორმის მეშვეობით ავღანეთისთვის 4.3 მილიონ დოზა ვაქცინის დონაციასაც გეგმავს.  

აშშ-მა ავღანეთის დასახმარებლად გასული წლის ოქტომბრის შემდეგ სულ $782 გამოყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა