LIVE

სარფში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

10 იან 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1075
სარფში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

„მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სამი სატვირთო ავტომობილის (ცემენტმზიდი) დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, საერთო ჯამში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.