აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები რუსეთში ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ. მათ შორის იქნება მგრძნობიარე ტექნოლოგიები და ელექტრონიკა. შეზღუდვები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მეტ ტერიტორიას დაიკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, სავაჭრო შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს აშშ-დან რუსეთში ექსპორტს და უცხოური წარმოების ზოგიერთ პროდუქტს. ასევე განიხილება ზომები, რომლის მიზანია შეზღუდოს რუსეთს წვდომა აშშ-ს პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მიკროელექტრონიკაზე.
მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლის წინააღმდეგ რიტორიკა გაამკაცრა, აშშ შეეცდება მისი ტექნოლოგიებში დომინირება გამოიყენოს, რათა დაარტყას რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო სექტორებს და ტექნოლოგიურ ამბიციებს.
შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს ყველაფერზე, საავიაციო / სააერონავიგაციო ელექტრონული სისტემების, სმარტფონების, სათამაშო კონსოლების, პლანშეტებისა და ტელევიზორების ჩათვლით. რუსეთს შეიძლება დაემუქროს ექსპორტის კონტროლი ისეთივე მკაცრი ზომები, როგორიც მოქმედებს კუბას, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის წინააღმდეგ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ჯეიკობსი